აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი იხსნება

დავით სერგეენკოს თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გაფართოებით ჩნდება შესაძლებლობა, ერთ დაწესებულებაში მოხდეს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება.

„მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით. თუმცა გამოწვევად რჩება ერთის მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება ერთ დაწესებულებაში მოხდეს. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და იმედი მაქვს, ეს კლინიკა ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო გახდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან კი, „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares