დიდ დიღომში ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებული ცნობილია

ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში – ელექტრო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ვიტაჩი”, ერთ-ერთია, რომლის ქონებაც დიღმის საწყობში ხანძარმა გაანადგურა. დღეს „ვიტაჩში” დაადასტურეს, რომ დიდი ზარალი მიიღეს. ამის შესახევ ტელეკომპანია „რუსთავი 2″ იუწყება.

ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა. დაწვეს თუ დაიწვა – ეს არის კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. „კურიერის” ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილია. მჭედლიძე კლინიკა „ვივა მედში” მკურნალობს, სადაც ადასტურებენ, რომ ოპერაციის დროს პაციენტი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა ექიმებს დაავალეს, რომ პაციენტი იზოლირებულ პალატაში მოათავსონ.

ზურაბ მჭედლიძე დიღმის საწყობში არ მუშაობდა. დედის ინფორმაციით, ის ელიავას ბაზრობაზე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში იყო დასაქმებული. ხანძრის დღეს, მჭედლიძე სახლიდან საღამოს გავიდა და ოჯახს უთხრა, რომ კერძო შეკვეთის შესასრულებლად მიდიოდა.

სამართალდამცველები მუშაობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ცეცხლი 1800 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ საცავებს განზრახ წაუკიდეს. ოთხი კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელიც დამწვარ ტერიტორიაზე ელექტრო ტექნიკას ინახავდა, „ინტერტექსისია.” კომპანიის მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს.

ხანძრის შედეგად განადგურდა, არა მხოლოდ “ინტერტექსის” კუთვნილი ქონება, დაიწვა “ელექტროლუქსის” რამდენიმე მილიონის ღირებულების ელექტროსაქონელიც, ასევე განადგურდა „ენ ემ” ჯგუფის ქონებაც. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares