ესპანეთში სახლების გაქურდვისთვის 4 ქართველი დააკავეს – პოლიციას სპეცოპერაცია დასჭირდა

ესპანეთის პოლიციამ სახლების გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ფუმუქი“ წამოიწყეს.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, აღნიშნულ ქურდობაში გარეულია 1 ქალიც, რომელიც გასაქურდად შერჩეულ სახლებს წინასწარ სწავლობდა, ამის შემდეგ კი პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი. ადგილზე ჩხრეკისას ამოღებულია 35 000 ევრო და ძვირფასეულობა.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares