პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსოს დაყაჩაღებისთვის მამა-შვილი დააკავეს

პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსოს დაყაჩაღებისთვის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1965 წელს დაბადებულმა გ.შ-მ და 1989 წელს დაბადებულმა ე.შ-მ პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს.

“ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა” – აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares