„აგარის შაქარი“ კიდევ გაჩერდა – 400 დასაქმებული უმუშევარი დარჩა

„აგარის შაქარმა“ მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა.

მისი თქმით, 1 მარტიდან ქარხნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

“400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია… მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი, როდის აღდგება”, – აცხადებს ალიზადე.

bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. საქმიანობის შეჩერების შემდეგ კომპანიამ შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმა თანამშრომლებს, თუმცა ქარხანაში დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქციების შემდეგ, პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანამ მუშაობა გასული წლის 1 ივნისიდან განაახლა.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares