გემი იძირება – ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებს უკვე მისი უახლოესი გარემოცვა ტოვებს

ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილს, ერთი მხრივ, პარტია ეშლება, მეორე მხრივ კი, მისი უახლოესი გარემოცვა უპირისპირდება.

კორუფცია, სიღარიბე, კრიმინალი, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, უძრაობა – ეს ივანიშვილის მმართველობის იმ მანკიერი მხარეების ნაწილია, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ბნელ ოთხმოცდაათიანებს უბრუნდება.

სოციალური და პოლიტიკური აფეთქების ზღვარზე მყოფი საქართველო, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქისათვის პირადი და მერკანტილური ინტერესების რეალიზაციის საშუალებაა.

ეს მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანა მილიონამდე მოქალაქემ დატოვა – უპერსპექტივობის გამო.

ხალხი შიმშილობს, კრიმინალს ვერ უმკლავდება, ხოლო შუშის სასახლეში გამოკეტილი ოლიგარქი ერთი ხელით ბუნებას აჩანაგებს თავისი დენდროპარკის მოსაწყობად და მეორე ხელით ეკონომიკას – კიდევ უფრო გასამდიდრებლად.

კზირისი სოლოლაკის კარზე

პარალელურად, ოლიგარქის აპოლოგეტთა რაოდენობა საზოგადოების ყველაზე კომფორმისტ ნაწილშიც კი კლებულობს.

ივანიშვილს გაემიჯნა მომღერალი უცნობი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თავი მის ოპოზიციად გამოაცხადა და თქვა რომ “ის შექმნილ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს”.

ოლიგარქს უპირისპირდება პოეტი დავით მაღრაძეც, რომელმაც ივანიშვილის დამღუპველი მმართველობისგან ქვეყნის გადასარჩენად “დაიცავი საქართველო” გააცოცხლა.

ივანიშვილი აღარ მოსწონს რეჟისორ რობერტ სტურუასაც, რომელიც სტუდენტებთან და მეგობრებთან მას უკვე მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს რომ “ვერ გამოდგა კარგი მმართველი”.

მეტიც, ივანიშვილზე განაწყენებულები არიან მისი ერთ დროს გულმხურვალე მხარდამჭერები: ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძეც.

მართალია, ისინი, ჯერჯერობით მას ღიად არ ემტერებიან (შესაძლოა ქართუსგან დანიშნული ხელფასის გამო), თუმცა, უკვე გრძნობენ რომ ოლიგარქის გემი იძირება.

კრიზისი პარტიაში

ამავე დროს, იშლება ქართული ოცნებაც. მმართველ პარტიაში ღარიბაშვილის დაბრუნებამ კალაძე-კობახიძის კლანი გააბრაზა.

თბილისის მერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ნომერ პირველი მტერია.

ყოფილი პრემიერი კი თვლის რომ მისი კარიერის ნაადრევად დასრულება სწორედ კახი კალაძის ინტრიგების დამსახურება იყო.

მართალია, კობახიძე ამ ეტაპზე კალაძეს ემხრობა, თუმცა, მისთვის ახლა მთავარი სტატუსის შენარჩუნებაა, რაშიც მისი აზრით, შესაძლოა, ხელი ღარიბაშვილმა შეუშალოს.

შესაბამისად, ქართულ ოცნებაში, დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დაშლა-არმოშლის შეუქცევადი პროცესების გაგრძელებას ელოდებიან.

კრიზისი მთავრობაში

სოლოლაკის კარზე და პარტიაში შექმნილ კრიზისს ემატება ღრმა პრობლემები მთავრობაშიც.

მოქმედი მინისტრები პრემიერ ბახტაძეს სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამენ.

შს მინისტრი გახარია, რომელსაც თავი მომავალ პრემიერად წარმოუდგენია, მას არც კი ემორჩილება.

თავის მხრივ, გახარიას ივანიშვილის პოლიტიკური პოლიცია – სუსი ებრძვის.

გახარიას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსაც.

იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ეჭვიანობს, ფინანსთა მინისტრ ქობულიას დასაჭერად აქვს საქმე, განათლების მინისტრი ბატიაშვილი კომპრომეტირებულია, თავდაცვის მინისტრ იზორიას გარემოცვა ჯარს ძარცვავს…

სოლოლაკის კარზე, ქართულ ოცნებასა და მინისტრთა კაბინეტში შექმნილი დაპირისპირება კი, მწვავედ და უარყოფითად აისახება ქვეყანასა და ხალხზე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღარიბდა და ახლა, სწრაფ ცვლილებებს ითხოვს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares