„მესენჯერს“ კონკრეტულ მესიჯზე პასუხის ფუნქცია დაემატა

ფეისბუკ-მესენჯერს“ ერთი მეტად საჭირო ფუნქცია დაემატა — ციტირებული პასუხი. ეს მახასიათებელი საშუალებას გაძლევთ სასაუბროში უპასუხოთ კონკრეტულ მესიჯს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ ჩატებში, სადაც საუბარი ბევრი თემის შესახებ მიდის. ამ ფუნქციის წყალობით, ადამიანებს, რომლებსაც ესაუბრებით, ამის შემდეგ უკვე ეცოდინებათ, კონკრეტულად რომელ მესიჯზე გაეცით ესა თუ ის პასუხი.

ეს ფუნქცია უკვე დიდი ხანია აქვს „ფეისბუკის“ კუთვნილ კიდევ ერთ პლატფორმა „ვატსაპს“. მომხმარებლები მის გამოჩენას „მესენჯერშიც“ ითხოვდნენ, რაც საბოლოოდ, რეალობად იქცა.

კონკრეტულ მესიჯზე პასუხისთვის, საჭიროა ამ მესიჯს თითი დიდხანს დააჭიროთ და გამოჩნდება ახალი ღილაკი, სახელად „პასუხი“ (reply). ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ამის შემდეგ, მეგობართან ნამდვილად აღარ შეგექმნებათ გაუგებრობა იმის შესახებ, მის რომელ მესიჯს გაეცით ესა თუ ის პასუხი.

ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია ანდროიდ და iOS-სისტემებზე.

1tv.ge

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares