იაპონელებს სამსახურში მოულოდნელმა შვებულებამ განწყობა გაუფუჭა

იაპონიაში დამსაქმებლები დაქირავებულებს „მაისის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში 10 დღიან არდადეგებს მოუწყობენ, წერს გამოცემა – Channel NewsAsia.

ადგილობრივმა გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ მოულოდნელი არდადეგების გამო იაპონელების 45%-ს განწყობა გაუფუჭდა.

შვებულება მხოლოდ გამოკითხული რესპონდენტების 35%-ს გაუხარდა.

„მაისის ოქროს კვირეული“- რამდენიმე დღესასწაულისგან შედგება. ამ დღეებში იაპონელები აღნიშნავენ იმპერატორ ხიროხოტოს დაბადების დღეს, კონსტიტუციის დღეს, სახელმწიფოს დაარსების და ბავშვთა დღეს. როგორც წესი, იაპონელი დამსაქმებლები დაქირავებულებს დამატებით შვებულებას აძლევენ.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares