ამ წუთებში ესპანეთში ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა აცნობა, საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც წითელმა ჯვარმა არ შეიფარა, სკოლას შეაფარა თავი.

სკოლის შენობაში მშობლებთან ერთად იმყოფებიან არასრულწლოვნებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი ამ წუთებში სკოლასთან მობილიზებულია პოლიციის მრავალრიცხოვანი კოლონა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს სკოლის ტერიტორიას ატოვებინებს, ნაწილს აკავებს, ნაწილი კი საემიგრაციო სამსახურში გადაჰყავთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გააკეთებს.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares