შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა ერთბაშად +20-22 გრადუსს მიაღწევს

მთელი საქართეველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მკვეთრად მოიმატებს. თბილი ამინდები მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ბარში ხვალიდან ტემპერატურა +20-22 გრადუსამდე აიწევს, ხოლო მამავალი კვირის დასაწყისში +23-25 გრადუსს მიაღწევს.

სითბოა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. კვირის ბოლოს ტემპერატურა +18-21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ კიდევ მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს შაბათ-კვირას ტემპერატურა +19-21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8-9 აპრილს +22 გრადუსს მიაღწევს.

რეზონანსი

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares