13 ივნისის სტიქია – მერია ბეჰემოთის ქანდაკებაში 90 000-ს იხდის

დედაქალაქის მერია 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჰიპოპოტამის ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ჰიპოპოტამის ქანდაკების პროექტის განხორციელებისთვის საერთო ჯამში 90 000 ლარი გამოიყოფა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares