ძალადობა დედოფალზე – მეფემ ქვეყანა დატოვა, დედოფალი ჩვენებას მესამედ აძლევს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის სამმართველოში მესამედ გამოკითხეს. მისი გამოკითხვა სამმართველოს შენობაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. გუშინ კი გაირკვა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მეფემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ კანონი ყველას წინაშე არის თანასწორი,“-აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ელისო რუხაძე.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares