გახეთქილი მილიდან ამოვარდნილმა წყლის ჭავლმა ფანჯარა შეანგრია და ქალი მოკლა

სანკტ პეტერბურგში, სოსნოვაია პოლიანას რაიონში, საცხოვრებელ კორპუსთან ცხელი წყლის მილის გახეთქვამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. შემთხვევა 8 აპრილს ღამის 3 საათზე მოხდა. წყლის ჭავლმა პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯარა შეანგრია, ფანჯარა და ჩარჩო, იქვე მდგარ საწოლს დაეცა, რომელზეც 64 წლის ქალს ეძინა, ის ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 39 წლის მამაკაციც, რომელიც შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ჯგუფმა შენობიდან 30-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
newposts.ge

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares