ცოტა ხნის წინ მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

მომხდარის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.

ხეობაში მრავლად მოგზაურობენ უცხოელი ტურისტები, თუმცა თვითმხილველების თქმით, ორივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares