King David-ის ფერდობი ჩამოშლის საფრთხის წინაშე – 2018 წელს მერიამ მის გამაგრებაში მილიონ ლარამდე გადაიხადა

King David-ი კლდეზე ნაშენი საცხოვრ­ებე­ლი კომპლექსია. ბადე, რომელიც კლდის ქანებსა და ქვიშაქვას უნდა იჭერდეს, აქა-იქ გამორღვეულია. კლდესთან ტროტუარი არ არის, თუმცა მის ძირში საავტომობილო გზაა, სადაც მანქანების უწყვეტი­ ნაკადია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია გარღვეული ადგილებიდან წვრილ ხრეშთან ერთად ლოდები წამოვიდეს და მანქანებს დაეცეს…

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ლაშა ჩხიკვიშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს, რომ King David-ის ქვემოთ, კლდეზე, ბად­ეები თბილ­ისის მერიას არ გაუკრავს…- როგორც გავარკვიეთ, ეს ბადეები­ თბილისის მერიას არ დაუყენებია. King David-ის კომპლექსი ექსპლუატაციაშია შესუ­ლი და ბადეებიც მათი გაკეთებულია. ჩვენ ასეთ ბადეებს კლდეში ანკერული ჭანჭიკებით ვამაგრებთ, რაც ნაშალის გარეთ გადმოყრის შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

– მერიის შესაბამისი სამსახურის­ ვალ­დებული­ არ არის მონიტორინგი გაუწიოს და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის­ შემთხვე­ვაში დააჯარიმოს ის კომპანია, რომელმაც ეს ბადეები გააკრა?

– არა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენს სამსახურს არ შეუძლია დააჯარიმოს­ ვინმე, გარდა თავისი კონტრაქტორისა, რომელიც არასწორად და არასათანადოდ­ შეასრულებს ვალდებულებას. ჩვენი კონტრაქტორი არ იყო, მათ კერძოდ შეასრულეს სამუშაოები. დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ჩვენი მოვალეობა არ არის.

“დიდი ქვები და ლოდები არ ცვივა, უბრალოდ, იშლება”(?!)

“კვირის პალიტრა” King David-ის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მარკეტინგის­ სამსახურის უფროსმა ნინი მარიამიძემ­ ეს საკითხი ტექნიკურ სამსახურთან გადა­ამოწმა­ და დაგვიდასტურა, რომ ბადეები მათი დამონტაჟებულია­: – ეს არის სპეციალური შესაფუთი­ ბადე.­ დიდი ქვები და ლოდები არ ცვივა,­ უბრალოდ ქანი იშლება. კლდე დაფარ­ული და მორიდებული უნდა იყოს მზის სხივს­, ასე საშიშროებას არ შეიცავს.

– რა პერიოდულობით იწმინდება ნაშალი?­- საჭიროებისამებრ, წელიწადში ორჯერ.

– არის თუ არა საფრთხის შემცველი კონკრეტულად ამ მონაკვეთზე მოძრაობა?- რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი­ არ არის. კლდე შეფუთულია სწორედ­ იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ მინიმა­ლური­ საფრთხეც კი.

– რატომ იშლება კლდე, იქნებ ამხელა­ შენობას ვერ უძლებს? აშენებამდე თუ ჩატარდა­ გეოლოგიური სამუშაოები?

– მშენებლობამდე კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური და გეოფიზიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საძირკველი საქართველოში.

“თუ ნაშალი მასა წამოვიდა­, შესაძლოა გზაც ჩაიტანოს”

საკითხში გასარკვევად “კვირის პალიტრა” გეოლოგ გიორგი­ ხარაზიშვილსაც დაუკავშირდა.

– ფოტოებზე ქვათაცვენა ნათლად ჩანს. ქანები,­ რომელზეც King David-ის კომპლექსი­ დგას, ქვიშაქვისა და თიხა-ფიქლებისგან შედგება. ქვათაცვენა ყველაზე ინტენსიური წვიმის სეზონებზე – გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. წყალი­ ნიადაგში იჟონება, ადვილად შლის ქანებს და საფრთხეს ქმნის.

– ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხის­ თავიდან ასაცილებლად რა უნდა გაკეთდეს?

– კლდე ყოველ ზამთარს უნდა გაიწმინ­დოს და ძველი ბადეები ახლით შეიცვალოს ან შეკეთდეს. გაზაფხულისთვის­ მზად უნდა იყვნენ, რადგან თუ ნაშალი მასა წამოვიდა­, მხოლოდ მანქანები კი არა, შესაძლოა მთლიანად გზა ჩაიტანოს, გააჩნია, რა მოცულობის ნაშალი წამოვა. მიწისძვრის შემთხვევაში, ცხადია, უფრო საშიში ხდება.­ პრევენციისთვის, ბადესთან ერთად უნდა გაკეთდეს ბეტონის მაღალი ღობე-ჯებირები.

“ეს კლდე წითელ ხაზებს მიღმაა, უბრალოდ, კომპანიის კეთილი­ ნებაა, რომ მიხედოს”

მას შემდეგ, რაც “კვირის პალიტრამ” მერიისა­ და King David-ის წარმომადგენლებს მიმართა, როგორც ჩანს, საკითხით სერიოზულად დაინტერესდნენ და ასეთი პარადოქსული სურათი დაიხატა:­ სინამ­დვილეში, ბა­დეების გაწმენდა-შეკეთება­ King David-ის ვალდებულება სულაც არ ყოფილა და კლდე მერიის განკარგვაშია…

ნინი მარიამიძემ: – როგორც აღმ­ო­ჩნდა, ეს კლდე ჩვენს სქემაზე წითელი ხაზების მიღმაა, უბრალოდ, კომპანიის კეთილი­ ნებაა, რომ ყურადღება მიაქციოს, თორემ კანონით არ გვევალება. თუ გნებავთ, ნახაზს­ გამოგიგზავნით და აჩვენეთ მერიას.

“კვირის პალიტრა”

აქვე, კლდის მოვლა-პატრონობაზე საუბრისას აღსანიშნავია ერთი ფაქტიც – 2018 წლის ივლისის თვეში, KING DAVID-ის ქვედა ფერდობის გამაგრებაში თბილისის მერია 900 805 ლარს იხდიდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდამდე კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდა-გამაგრებაზე ტენდერი თბილისის მერიამ 2018 წლის 27 ივლის გამოცხადა. წინადადებების მიღება კი 12 აგვისტოს დაიწყო.

მაშინდელ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ჩამოშლილ ფერდობზე შეიმჩნევა ქანები სხვადასხვა ზომის მოძრავი ნაწილებით და დაბზარული ადგილები რაც საფრთხეს უქმნის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს.

პროექტით გათვალისწინებულია არასაიმედოდ შეკიდული სხვადასხვა ზომის ქვების ჩამოსუფთავება. საპროექტო გადაწყვეტის მიხედვით გათვალისწინებულია ადგილზე არსებული დაზიანებული ბადის მოხსნა, ფერდის ჩამოწმენდა დაკიდებული, მორყეული და დაბზარული ლოდებისაგან, ახალი ბადის მოწყობა.

კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების საპრეოქტო დოკუმენტაცია დამუშავებული იყო შ.პ.ს პროექტ კომანის მიერ.

შედეგად, რატომ გამოაცხადებდა მერია იმ ადგილის გამაგრების თითქმის მილიონ ლარიან ტენდერს, რომელიც მისი მოსავლელი არ არის, ანდაც, საერთოდ რატომ გამოიყოფოდა თანხა იმ ობიექტის მიმართ, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და რომელსაც გამაგრება არ სჭირდება… ამ ლეგიტიმურ კითხვებს, აუცილებლად უნდა გაეცეს შესაბამისი კვალიფიციური პასუხები უფლებამოსილი პირების და სპეციალისტების მხრიდან.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares