კრიმინალური სამყარო ახალი ომისთვის ემზადება – ტარიელ ონიანს „N1 კანონიერი ქურდის“ ადგილზე აქვს პრეტენზია

გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის (ტარო) ციხიდან გამოსვლამ შესაძლოა ახალ კრიმინალურ ომს დაუდოს საფუძველი. ონიანი აპირებს პრეტენზიები წაუყენოს იმ ავტორიტეტებს, რომლებმაც მისი დეკორონიზაცია გადაწყვიტეს და „N1 კანონიერი ქურდად“ გახდომას გეგმავს, ამის შესახებ «Росбалт»-ი წერს.

ონიანის გარემოცვა შეეცადა ისე გაეკეთებინა, რომ თავისუფლებაზე მისი გამოსვლის შემდეგ ის სპეცმიმღებში არ გაეჩერებინათ და მაშინვე მისი საქართველოში დეპორტაცია მოეხდინათ. განუცხადა გამოცემას სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე წყარომ. საქართველოდან ონიანი თურქეთში გაფრინდება, სადაც ამ დროისთვის მისი მომხრეების დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი უკვე „გამარჯვების სადღეგრძელოებს“ ამბობენ და ონიანის დეკორონიზაციის „მალიავაზე“ ყველა ხელმომწერს უსიამოვნებებს პირდებიან.

„მალიავას“ 2009 წელს ათეულობით მაფიოზმა მოაწერა ხელი და სანამ ისინი თავის ხელმოწერას უკან არ წაიღებენ, „ტაროს“ ქურდული სტატუსი არანამდვილია. ის აპირებს ე.წ „სხოდკა“ შეკრიბოს და შესთავაზოს ხელმომწერებს ან რაიმე საბაბი მოიფიქრონ (მაგალითად, რომ ხემოწერა მათი თანხმობის გარეშე გაკეთდა) ან მოინანიონ და მიიღებენ პატიებას. ამგვარად ონიანი თავისი სტატუსის შესახებ არსებულ კითხვებს მოხსნის და მიიღებს მოკავშირეების დიდ ჯგუფს, რის შემდეგაც მას შეეძლება „N1 კანონიერი ქურდის“ ადგილზე გამოთქვას პრეტენზია.

მათზე, ვინც არ მოისურვებს ბოდიშის მოხდას და ხელმოწერის უკან წაღებას ნადირობა დაიწყება. უახლოეს დროში ახალი კრიმინალური ომი დაიწყება, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებს, პირველ რიგში კი თურქეთს შეეხება. „ტაროს“ წინააღმდეგობა შეიძლება გაუწიონ მერაბ გოგიამ („მელია“) და გოჩა ალფაიძემ („ალფასონი“), წერს „როსბალტი“.

„მალიავას“ ხელმომწერ ყველაზე ცნობილ „კანონიერ ქურდად“ გამოცემა ვასილი ხრისტოფოროვს („ვასია ვოსკრესი“) ასახელებს. ის შესაძლოა არ წავიდეს შეხვედრაზე მოსალოდნელი დაკავების მიზეზით ან ონიანთან პრობლემები მოსკოველი ახლობლების მეშვეობით მოაგვაროს.

როგორც „როსბალტი“ წერს, რუსეთში ძირითადად დარჩნენ სლავი „კანონიერი ქურდები“ (ტურიკი, შიშკანი, პეტრიკი, აკსენი), რომლებიც ონიანის ირგვლივ განვითარებულ პროცესებიდან შორს იყვნენ და ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, მათ თავისი „ფავორიტი“ ჰყავთ და გამოცემის წყაროს აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ ზახარ კალაშოვი („შაქრო მალადოი“) დაიბრუნებს „N1 კანონიერი ქურდის“ ადგილს. ამასთან ონიანს სჭირდება თურქეთამდე მიღწევა და გზად დაპატიმრებების თავიდან არიდება. მაგალითად, ესპანეთი მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და ფულის გათეთრებისთვის ეძებს.

9 აპრილს ცნობილი გახდა რომ ონიანი კოლონიიდან გამოვიდა, სადაც ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 10 წლიანი სასჯელი მოიხადა.

ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლომ დღეს გათავისუფლებული “კანონიერი ქურდი”, ტარიელ ონიანი კვლავ დააკავა – ამჯერად, 40 დღით. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares