ბელარუსი რუსეთისათვის ნავთობსადენის გადაკეტვას გეგმავს

ბელარუსი რუსული ნავთობისთვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გასასვლელის გადაკეტვას აპირებს. ოფიციალური მინსკი ამ გადაწყვეტილებას იმით განმარტავს, რომ მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბას” რემონტი სჭირდება და რესტავრაციის გარეშე მისი ფუნქციონირების გაგრძელება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სამუშაო თათბირის შემდეგ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იგორ პეტრიშენკომ განაცხადა. მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო ამით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს.

პეტრიშენკოს თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რა დრო დასჭირდება ნავთობსადენის სარემონტო სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა” უკვე 55 წელია ფუნქციონირებს და აქმადე რემონტი არ ჩატარებია. სპეციალისტები ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას წელიწად-ნახევრის წინაც ითხოვდნენ, მაგრამ მაშინ ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გადაეკეტა რუსული ნავთობის ევროპაში ტრანზიტი და რუსეთის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა.

ამჟამად კი პოლიტიკური ვითარება შეცვლილია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა და ეს დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება.

ბოლო ასეთი გამწვავება რამდენიმე დღის წინ იყო, როდესაც 10 აპრილს რუსულმა ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარულმა ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დროებით შეზღუდვებს უწესებს ბელარუსს ვაშლისა და მსხლის რუსეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ მიზეზად კი ბელარუსის მიერ ყალბი ფიტოსანიტარული სერტიფიკატების წარდგენას ასახელებს.

ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 11 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი მინსკს „სანქციებს უწესებს”, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბელარუსში წარმოებული სხვადასხვა პროდუქტის მიღებაზე უარს ამბობს:

„იქ იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩვენთვის ხელების გადაგრეხვას ცდილობენ”, -განაცხადა ლუკაშენკომ.

რაც შეეხება რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტას, რუსული ნავთობკომპანია „ტრანსნეფტი” ამტკიცებსს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბას” მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი სასწრაფო რემონტი საჭირო არაა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მილებში არის გარკეული დეფექტები, მაგრამ მათი აღმოფხვრისთვის ნავთობსადენის გადაკეტვა არაა საჭირო. „ტრანსეფტის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ ბელორუს კოლეგებს რემონტში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ბელორუსიას შორის ურთიერთობები 2018 წლის ბოლოდან დაიძამა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა საგადასახადო პირობები შეუცვალა ბელორუსიას-2019-დან 2024 წლამდე რუსეთი გეგმავს, რომ ბელორუსიისტვის საექსპორტო გადასახადი ნულამდე დიყვანოს, რასაც მინსკი არ ეთანხმება. საგადასახოადო მანევრის გამო ბელორუსიას რუსეთისგან ნავთობის შეძენა მაღალ ფასად მოუწევს და 6 წლის განმავლობაში 10 მლრდ დოლარით დაზარალდება. შესაბამისად, ოფიციალური მინსკი მოსკოვისგან კომპენსაციას ითხოვს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares