“საფრანგეთში ქალაქის მერიის, უკლებლივ ყველა თანამშრომელმა, ერთვის ხელფასი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გადარიცხა”

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემირანტი, ნუგზარ სულაშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და საინტერესო ეპიზოდზე წერს, თუ როგორ მოიქცა ქალაქის მერია და მერიის თანამშრომლები.

“დღეს ქალაქის მერიის, უკლებლივ ყველა თანამშრომელმა, ერთვის ხელფასი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გადარიცხა.
დიახ, შეიძლება მათ დიდ უმეტესობას არ აქვს რწმენა და ათეისტი, ან უბრალოდ სხვა რელიგიური ამღსარებლობისაა, მაგრამ მათ აქვთ უმაღლესი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და კულტურა.
მე ვნახე უამრავი ადამიანი, მათ შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდობის, დახეული ჯინსებით, უცნაური სვირინგებით და ვარცხნილობით, თუ როგორ დასტიროდნენ ღვთისმშობლის ტაძარს…
საქართველოში საყდრისი აგვიფეთქეს მილიონების საშოვნელად.
საფრანგეთში მილიონები გროვდება ტაძრის აღსადგენად.
პ.ს. სად არის ღმერთი?”-წერს ნუგზარ სულაშვილი

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares