„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს

უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი ზაზა დავითაია დააკავეს.

დავითაიას დაკავება აქციაზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.

დავითაიას ამ კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares