რას ამბობს აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში შექმილ ვითარებაზე?

აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის აღნიშნული საკითხი უახლოეს დროში დასრულდეს.

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares