ზელენსკის პასუხი პუტინს: “რუს ხალხს, რომლებიც განსაკუთრებით იტანჯებიან, ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას”

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის ინიციატივაა, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება.

ფეისბუქზე საპასუხო პოსტშიკი ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა. მან განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს.

„უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში. მე ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება, მაგრამ პირველ რიგში, რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“, – თქვა მან.

ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares