მანქანის მძღოლი, რომელმაც 13 წლის ბავშვი შეიწირა ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა

ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მძღოლს ავტომობილი დაუგორდა, რომლის დროსაც ბავშვს დაეჯახა. 13 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ავტომობილის მძღოლიც გარდაიცვალა, რომელიც 83 წლის იყო. ადგილზე ვარაუდობენ, რომ ის ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares