პუტინმა ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

“რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არც რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა დაუბრუნდეს უკრაინული პასპორტი იმ ადამიანს, რომელიც წარსულში იყო ქართველი და დღეს თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს”, — თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, სააკაშვილს “მოქალაქეობა უკანონოდ წაართვეს, ისევე როგორც უკრაინის ზოგიერთ მოქალაქეს, რომელთაც ქვეყნის დატოვება რეჟიმის გამო მოუწიათ”.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, როცა ოდესის გუბერნატორი გახდა. 2017 წელს უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, პეტრ პოროშენკომ სააკაშვილი გაათავისუფლა და მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. სააკაშვილმა, რომელიც იმ დროს პოლონეთში იმყოფებოდა, საზღვარი გადალახა და უკრაინაში საპროტესტო აქცია მოაწყო. 2018 წელს ის დაადეპორტეს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares