დიდი ზარალი – კახეთში ადიდებულმა მდინარეებმა 1000 ჰექტარზე მეტი წალეკეს

ადიდებულმა მდინარეებმა, ალაზანმა და ინაბოტმა 1000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ხეხილი და ვენახები დატბორა. დაზარალებული სოფლების ჭაბუკიანის, ძირკოკისა და ჭანდარის მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, მიზეზად კი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დროის გაჭიანურებას ასახელებენ.

„სადაზღვევო კომპანიაში ერთ კვირაზე მეტია, რაც შეტანილი მაქვს საბუთები, თუმცა მითხრეს, რომ 15 მაისამდე არ დამიზღვევდნენ მოსავალს. სტიქიების სეზონი ახლაა და მე ვფიქრობ, შეგნებულად აქვთ დრო შერჩეული“, – ამბობს ადგილობრივი გია შეყელაძე.

„საფერავის ვაზის ნერგები მდინარემ წაიღო, ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ მოვა და ნახავს, აქ არაფერი აღარ დგას, ვშიშობ, ხელშეკრულება ბანკთან თანადაფინანსებაზე შეიძლება გაწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში, მთლიანი თანხის დაფარვა მე მომიწევს“, – აცხადება ივანე ცანკაშვილიდა ხელისუფლებას ბანკის კრედიტის გადავადებას სთხოვს.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მდინარე ალაზანსა და ინაბოტზე დამცავი გაბიონი რომ ყოფილიყო.

„აქ კაპიტალური ჯებირები იყო, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მოთხარეს და გაყიდეს. ხალხი კი ახლა ამ მდგომარეობაშია. აუცილებელია ორ კილომეტრიანი დამცავი გაბიონის მშენებლობა“, – ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.
(რეზონანსი)

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares