მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა

“ინტერნეტ ბოტებმა” მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა. ისინი მაჩალიკაშვილს უმტკიცებენ, რომ მისი შვილი არა გოგაშვილმა და გომელაურმა, არამედ ამ კონკრეტულმა სპეცრაზმელმა მოკლა.

„ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მაგრამ ხომ ხედავთ ვერც მიყიდით, ვერც გამტეხთ, ვერც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares