დავით დონერიანი – გამოვრთე, კარგი. თვალებს რა ვუყო?! სოლიდარობა “Rustavi 2”-ს!

გამოვრთე, კარგი. ჩემს თვალებს რა ვუყო, ყველაფერს იგივეს რომ ვხედავ, რასაც ვხედავდი “რუსთავი 2”-ზე?!

“დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის გარდა ვერაფერს ნახავთ.” – ასე უთქვია ბიძინა ივანიშვილს.
მე არ მინდა, რომ გამოირთოს Rustavi 2, რადგანაც ის არის თავისუფალი ტელევიზია, ის არის გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, და რომ არა “რუსთავი 2”, მოსახლეობა ვერ გაიგებს, რა ხდება ქვეყანაში.
რათქმა უნდა, ტვ-НАДЕЖДА არასოდეს არ გააშუქებს პრობლემებს.
რომ არა “რუსთავი 2″ და მათი პროფესიონალების გუნდი, ჩვენ არ გავიგებდით”
► 13 ივნისის შესახებ;
► ლარის კურსის ყოველდღიურ გაუფასურებას;
► მაღალჩინოსნების ვილების შესახებ;
► მაღალჩინოსნების კორუფციის შესახებ;
► მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმის დეტალებს;
► პანკისის სპეცოპერაციის შესახებ;
► ივანიშვილის ზოოფილობის (ხეების მოგლეჯვისა და გადათრევის) შესახებ, როდესაც პარალიზებულია ქვეყანა;
► გაზრდილი კრიმინალის შესახებ;
► ოკუპაციის შესახებ;
► მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შესახებ;
► საერთაშორისო თავის მოჭრის შესახებ.

… ჩამონათვალი გრძელია, ხალხის ტელევიზია კი – ერთი! დიახ, გამარჯვებული ხალხის ტელევიზია არის Rustavi 2!

“ის რაც გადმოდის „რუსთავი 2“-დან 99% არის სიცრუე.” – უთქვია ხეგლეჯიას… აბა, ვინ, თუ არა Rustavi 2 გაასაჯაროვებდა თქვენს სიცრუეს?! აბა ვინ, თუ არა Rustavi 2 დაგვანახებდა რეალობას?!

სოლიდარობა Rustavi 2-ს და მის პროფესიონალ გუნდს!

მე ვდგავარ სიტყვისა და მედიის თავისუფლების სადარაჯოზე!

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares