ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ხმაურია – მობილიზებულნი არიან პოლიციელები

ზუგდიდი საოლქო-საარჩევნო კომისიასთან დღეს ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ისინი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნის მიზეზად კი, ისინი ასახელებენ იმ გარემოებას, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

თავის მხრივ, მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხუთი დღით ადრე საარჩევნო უბნებზე არასდროს გაუცია სიები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares