ზუგდიდში საქმეში პოლიცია ჩაერთო, საარჩევნო კომისიათან დაპირისპირება გრძელდება

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობაში კვლავ ხმაურია. გაერთიანებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საგანგებო სდომის მოწვევა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, არ შეიძლება იმ უკანონობის გაგრძელება, რასაც ის სჩადის. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. საბოლოოდ, მირანდა მესხი პოლიციის დახმარებით საკუთარ კაბინეტში შევიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ ოპოზიცის მოთხოვნებს პასუხს წერილობით გასცემდა.

კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კართან რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის მხაედამჭერები. ისინი ამბობენ, რომ იქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, ხვალიდან კი აქ ზუგდიდელები შეიკრიბებიან.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares