რუსეთში ქართული სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს

პეტერბურგში, ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ ნაპოვნია 31 სამარხი.

საბჭოთა ეპოქაში აღნიშნულ ეკლესიაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ჯერ აეროკლუბი, შემდეგ ფიზკულტურული საზოგადოება „სპარტაკი” და ბოლოს სისხლის გადასხმის სადგური. შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა. სწორედ ამ მიშენებების დემონტაჟისას, ცემენტის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა და დიდებულთა საფლავები – ლამის მთელი ნეკროპოლი. ცნობილის, რომ სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება

ნეველის ლავრა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერია პეტერბურგში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ.

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში 1996 წელს დაიწყო, ხოლო სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას ლავრა სრულიად 2000 წლის 18 აპრილს გადაეცა.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares