მთავრობაში 11 მინისტრიდან 6 დეკლარირებული მილიონერია – სიღარიბით სავსე ქვეყანაში

სიღარიბით სავსე ქვეყანაში მთავრობის წევრები დეკლარირებული მილიონერები არიან.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 11 მინისტრიდან 6 ოფიციალური მილიონერია.

ეს მხოლოდ მათი დეკლარირებული ქონება და შემოსავლებია, რომლის მიღმაც მინისტრებს აქვთ არაკანონიერი ქონებაც, რომელსაც ისინი საგულდაგულოდ მალავენ.

როგორ ახერხებენ მინისტრები და თანამდებობის პირები მილიონობით ღირებულების ქონების დაგროვებას იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა?

მილიონერი მინისტრების სია…

ლევან იზორია (საქ. თავდაცვის მინისტრი) – ფლობს 1, 456,990 ლარის ქონებას.

გიორგი გახარიას (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) ქონება კი, – 1,650,084 ლარია.

მდიდარია მაია ცქიტიშვილიც – (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი). მისი ქონების ჯამი 3,807,903 ლარია.

მილიონერია ნათია თურნავაც (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი), რომლის ოჯახის ქონება 1,100,000 ლარია.

მდიდარ მინისტრებს არც ივანე მაჭავარიანი (ფინანსთა მინისტრი) ჩამოუვარდება. მაჭავარიანი 1, 950, 218 ლარის ქონების მფლობელია.

ქეთევან ციხელაშვილის ოჯახი კი (სახ. მინისტრი შერიგების და თანასწორობის საკითხებში) საშუალოდ 2,419,061 ლარის ქონებას ფლობს. უძრავი ქონების ნაწილი მისი მეუღლის და ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება. თუმცა, უშუალოდ, მინისტრის და მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონების ჯამი 1.658.800 ლარია.

სამაგიეროდ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვეყანას უღარიბესი პრემიერ მინსიტრი ჰყავს.

მამუკა ბახტაძის სახელზე ნაჩუქარი სახლი, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და 28 ათას 330 ლარი და 64 თეთრი ირიცხება.

მთავრობაში, ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, შედარებით ღარიბია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის დეკლალირებული ქონების ჯამი 85 ათას 570 ლარია.

შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ დეკლარირებული ქონებაა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მინისტრებს თავად აქვთ მითითებული.

რაც შეეხება მათ რეალურ ქონებასა და შემოსავლებს, ის დეკლარირებულ ქონებაზე ბევრად, ბევრად მეტია.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares