უკრაინა აშშ-ის „ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირე“ ხდება

უკრაინა შეიძლება აშშ-ს მთავარი მოკავშირე გახდეს ნატოს გარეთ. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

პროექტის სრული სახელწოდებაა „კანონი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“. საელჩოს ცნობით, იგი აშშ-ის კონგრესში განსახილველად უკვე შეტანილია.

უკრაინის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ოფიციალური კიევისათვის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო შეირაღების მიწოდებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აშშ ასევე დაეხმარება უკრაინას რუსეთის მხრიდან კიბერშეტევისაგან დაცვაში და უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, „რომელიც ძალადობრივი გზით განხორციელებული“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ია აბულაშვილი

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares