ებრაელმა ინვესტორმა, რომელსაც ბარში 974-ლარიანი ჩეკი გამოუწერეს, საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე უარი თქვა – „მოვუყვები ყველას, რა თაღლითობებია ამ ქვეყანაში“

უცხოელი ტურისტების მიმართ თაღლითობის მორიგ ფაქტზე წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კახა ჯანაშვილი. ისტორია თბილიის ერთერთ ბარში მის ებრაელ მეგობარს შეემთხვა, რომელსაც ბარში 974-ლარიანი ჩეკი გამოუწერს. ებრაელი ინვერსტორი, საქართველოში ბიზნეს წარმოებაზე უარს ამბობს და ქვეყნიდან მიდის.
„14 მაისს, ძველი თბილისის დათვარიელების შემდგომ, ჩემს ებრაელ სტუმრებს დავცილდი 18:00 საათზე. სამი საათი იყო გასული, რომ დამიკავშირდა ბატონი შაი ტელეფონით და მომიყვა შემდეგი ამბავი. გოგონა, სახელად სოფია, გაიცნო თავის სასტუმროსთან( შარდენ ვილასთან) ძველ თბილისში. იმ საღამოს შეხვდა ბატონ შაის სოფია . სოფიამ, ბატონი შაი წაიყვანა COCKTAIL BAR & CHILLIM LOUNGE შერდენზე ბამბის რიგს, რომ ეძახიან(ამ ბარის სურათები იხილეთ ქვევით და ამ სოფიას სურათებც) გოგომ თვითონ შეუკვეთა ჩილიმი, ბლექლებელი. მინდა გითხრათ, რომ მენიუ არ წარუდგენიათ ბარში შაისთვის. ამ გოგომ , ზუსტად იცოდა , რა უნდა შეეკვეთა. დაახლოებით ნახევარ საათში, სოფიამ ბატონ შაის უთხრა სასტუმროში ავალ და მალე დავბრუნდებიო.

აი ამის შემდეგ , იწყება მთელი სპექტაკლი. ოფციანტი მიდის და მიაქვს ქვითარი( იხილეთ ქვევით სურათი) სადაც გადასახდელი თანხა შეადგენდს 974 ლარს, რაზეც ბატონმა შაიმ პროტესტი გამოხატა. ამ დროს იქ ჩნდება მენეჯერი, ოფიციანტები და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გაეცნენ შაის , როგორც პოლიციელები. ამ დროს, დამიკავშირდა მე ბატონი შაი ტელეფონით . მომიყვა ამ სამარცხვინო ამბის შესახებ და გამასაუბრა მენეჯერი- ვინმე გიორგი, რომელსაც ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი სამარცხვინო იყო მათგან და ავუხსენი, რომ ვარ ჟურნალისტი .ვუთხარი, რომ ვიცი და მსმენია ამგვარი თაღლითობის შესახებ. მოვთხოვე, რეალურად რაც ეკუთვნის შემკვეთს, ის თანხა გადაახდევინეთქო. ამის შემდგომ იქ კიდევ დაიძაბა სიტუაცია. მე მოვთხოვე ბატონ შაის, რომ დაერეკა პოლიციაში რაზეც პასუხი გამცა რომ პოლიცია აქ არისო. მე ამასობაში მანქანით მივემართებოდი ჩემი სტუმრების დასახმარებლად. დაახლოებით 35 წუთი დამჭირდა ადგილზე მისასვლელად და როცა მივედი ისინი სასტუმროს წინ დამხვდნენ. აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გადაუხდიათ ის თანხა და წამოსულან. მინდა გითხრათ, რომ სალარო ქვითარიც კი არ ამოურტყამთ მათთვის ამ ბარში!

მოკლედ გეტყვით, ამ სირცხვილმა და უმსგავსობამ საქართველოს დააკარგვინა სერიოზული ინვესტორი, ბატონი შაის სახით.

მისი აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ შეეშინდა-რა ბიზნესი უნდა გავაკეთო ამ ქვეყანაშიო?! ეს რა უბედურებააო?! ყველას მოვუყვებიო ,როგორი თაღლითობებია ამ ქვეყანაშიო და ეჭვი არ მეპარება ამ ქვეყანაში ტურისტულად წამოსვლაზეც, ბევრი ებრაელი იტყვის უარსო! მეორე დღეს, ბიზნეს შეხვედრებზე უარი თქვა და გაფრინდა თავის სამშობლოში!

თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ტურისტები მართლა აღარ ჩამოვლენ საქართველოში. ასეთი მომრავლებული თაღლითობებით გვინდა შორს წასვლა? ასე გვინდა ტურისტების მოზიდვა ?

რატომ უნდა ხდებოდეს მსგავსი, უამრავი შემთხვევა ქვეყანაში? ქვეყანაში, სადაც არ არის ნავთობი, გაზი და ქვეყნის ბიუჯეტი , მხოლოდ ტურისტულ პოტენციალზეა გათვლილი?

არ ვიცი! ჩვენ ასე, შორს ვერ გავფრინდებით!!!“ – წერს კახა ჯანაშვილი.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares