„კორუფციული გარიგება ზუგდიდის ახლადარჩეულ მერთან… ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბიუჯეტიდან დახარჯულ 12 მილიონზე?“ – გეგა შენგელიამ ყინულის მოედანი „mკვადრატს“ გადასცა

ზუგიდის საკრებულო სკეიტ პარკის ტერიტორიიდან ყინულის სახლის გადატანას და ტერიტორიის კომპანია „mკვადრატისთვის“ გადაცემას განიხილავს – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე წერს.
მისი თქმით, ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა მიირო ეს გადაწყვეტილება ისე, რომ სხვა კომპანიებს აუქციონში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვა.

„პირველი რაც “არჩევიდან” ზუგდიდელებისთვის გააკეთა, “ძალად არჩეულმა” ზუგდიდის ახალმა მერმა გეგა შენგელიამ ისაა რომ კიდევ ერთხელ მოატყუა ზუგდიდელები.

ხვალ ზუგდიდის საკრებულო განიხილავს ზუგდიდის ყველაზე სტრატეგიული ტერიტორიის სკეიტ პარკის ტერიტორიიდან ყინულის სახლის გადატანას და ტერიტორიის კომპანიის M კვადრატისთვის გადაცემას. (რომელიც სხვათაშორის ქართული ოცნების შემომწირველია)

ყინულის მოედანისთვის რომლის რეაბილიტაციაში და მოვლა- პატრონობაში ისე რომ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე იმუშავა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ. სად გაადაქვთ და იმუშავებს თუ არა საერთოდ, ან ვინ იღებს პასუხიმგებლობას გახარჯულ მილიონებზე უცნობია. ფაქტია რომ ზუგდიდელ ახალგაზრდებს ყინულის სახლით სარგებლობის შესაძლებლობა მოესპოთ.

სამაგიეროდ, გიორგი გეგა შენგელია მისი პირველივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის M – კვადრატისთვის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ისე რომ სხვა კომპანიებს აუქციონში მონაწილეობის თეორიული შანსიც კი არ დაუტოვა. არადა არჩევნებამდე საჯაროდ დებდა პირობას რომ ამ საკითხს ზუგდიდელების თანხმობის გარეშე არ გადაწყვეტდა. ხვალ რა თქმა უნდა მონური სულისკვეთებით საკრებულოც ერთხმად დაუჭერს მხარს. ( მანამდე ყველა გოგიას გადაწყვეტილებასაც ასე უჭერდნენ მხარს)

ის რომ მაგ ადგილას რამის მშენებლობა საერთოდ არანაირ შესაბამისობაში არაა ზუგდიდის განვითარების გეგმასთან ვინ ჩივის.

გილოცავთ, პირველი კორუფციული გარიგება ზუგდიდის ახლადარჩეული მერის სასასრგებლოდ უკვე შედგა.“ – წერს ანი წითლიძე.
წყარო: NEWPOSTS

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares