დღე: ივლისი 6, 2019

„მოთელვა“ შავ ზღვაში – “ნატომ მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების შექმნა დაიწყო“

„ნატო ხშირად, ქმნის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფებებს, კოალიციურ ძალებს, სადაც შედის ნატოს ყველა სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი ან ძალების შენაერთები.

“ანალოგიური წვრთნები, რომელიც ამჟამად უკრაინაში ტარდება, მანამდე კი რუმინეთში ჩატარდა, აგვისტოს თვეში ბათუმშიც იგეგმება, რაც შემთხვევითი არაა, ეს სწორედ კოალიციური დაჯგუფების შექმნის წინაპირობა და აუცილებელი კომპონენტია,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია უკრაინაში ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისას, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება.

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უკვე ორი დღეა აშშ-უკრაინის ტრადიციული სამხედრო-საზღვაო მანევრები „სი ბრიზ 2019 მიმდინარეობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 6 ივლისს ამ მანევრების სიახლოვეს რუსეთმა საკუთარი სამხედრო სწავლება დაიწყო.

„სი ბრიზ 2019″-ში აშშ-სა და უკრაინის გარდა მონაწილეობენ ნატოს სხვა სახელმწიფოების გემები და თვითმფინავები. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, დანია, ლატვია და ესტონეთი. მონაწილეობენ ასევე ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების სამხედროები. მთლიანობაში, ამ მანევრში 30 გემი, 30 საფრენი აპარატი და 900 სამხედრო პირი იღებს მონაწილეობას.

“რაც შეეხება რუსეთის მიერ დაწყებულ მანევრს, მასში 10 გემი მონაწილეობს და მათი ძირითადი დეკლარირებული ამოცანაა ნატოს მანევრებზე მეთვალყურეობა. ამას გარდა, სწავლების ბოლო დღეს განახორციელებენ სარაკეტო და საარტილერიო სროლებს. რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატოს მანევრები მას საფრთხეს უქმნის და ამერიკელები ამ ტრადიციული მანევრებით შავ ზღვაში პოზიციების გამაგრებას ცდილობენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი” წერს.

ვახტანგ მაისაია საქართველოს როლზე, მნიშვენლობასა და ფუნქციაზე საუბრობს. მისი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანამ საკუთარი ფლოტი აღადგინოს. ამასთანავე, იგი მიიჩნევს, რომ ნატო-ს მიერ ჩატარებული წვრთნები, რომელმაც ბოლო პერიოდში უფრო მასიური სახე მიიღო, მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ეს ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველომ ალიანში გაწევრიანება შეძლოს.

„ეს, ფაქტობრივად, ჯდება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში, რომლის შესახებაც ნატო-მ განაცხადა. ეს რეგულარული წვრთნები პირველი ეტაპია მიზნის მისაღწევად.

“კოალიციური სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნა მარტივი საქმე არ გახლავთ, თუმცა, პოლიტიკური ნება უკვე არსებობს. მუდმივი წვრთნების ჩატარება, ეს არის ერთგვარი „მოთელვა”, შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივად ყოფნის შესახებ ნატო მზადყოფნას გამოხატავს, რაც მთავარი იდეა გახლავს. მუდმივი წვრთნები, ეს მუდმივმოქმედი ციკლია, რომელიც შეკრავს და საბოლოოდ, სამხედრო-საზღვაო კოალიციური დაჯგუფების შექმნამდე მიგვიყვანს.

„სამწუხაროდ, ვენთან სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა არ იგეგმება. როგორც ჩანს, ქართული მხარე კმაყოფილია, რომ გააკონტროლოს მხოლოდ უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია. საუბარია დაახლოებით სამ კილომეტრზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მეტი, რასაც ამჯერად ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ საპატრულო კატარღებით, რომელიც სანაპირო ზოლზე ძალიან ახლოს მდებარეობს.

„ეს გემები არ იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ტიპის ამოცანები საქართველომ შეასრულოს. ფაქტობრივად, ვერ ვაკონტოლებთ ამ ტერიტორიას, საუბარია 9 ათასკილომეტრიან საზღვაო ზოლზე.

“მედია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს უფლებას, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები აღადგინოს, რაც აუცილებელი კომპონენტია. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა შეიძლება გახდეს რუსეთის ერთგვარი გაღიზიანების მიზეზი, მაგრამ არცთუ ისე დიდი. იმის საშუალება მაინც მოგვეცემა, რომ საზღვაო ტერიტორია თვითონ ვაკონტროლოთ,” – აღნიშნა მან.

მაისაია ამბობს, რომ რუსეთს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა საქართველოს ფლოტის არსებობა და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პირველ რიგში, მთელი სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები გაანადგურა, რაც შემდეგ ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა და ფლოტის აღდგენა არ მოახდინა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლებაც ფეხს ითრევს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ”.

„ნატო-მ ჩვენ,რომ სერიოზული სამხედრო-საზღვაო ძალისთვის საჭირო გემები გადმოგვეცეს, ამას აზრი არ ექნება, რადგან სამხედრო-საზღვაო ძალები არ გაგვაჩნია; არ არსებობს ოპერატიული მართვის სტრუქტურები და ფლოტის შტაბი.

“როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ მიაჩნია აუცილებლად, რომ საქართველოს ფლოტი აღდგეს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გააუქმა არა მარტო სამხედრო-საზღვაო ძალები, არამედ საბრძოლო ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ჯარებიც კი. აუცილებელია, რომ აღვადგინოთ სამხედრო-საზღვაო ძალები.

„როდესაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს ომი დაიწყო, პირველად რაც მან გააკეთეს, ეს იყო მთელი სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობები გაანადგურეს, რადგან სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. შემდგომ კი, სააკაშვილი კრემლის ნარატივს მიჰყვა და სამხედრო-საზღვაო ძალები არ აღადგინა. დღევანდელი ხელისუფლებაც ფეხს ითრევს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ.

„ორ დღეში სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ვერ შეიქმნება, ამას სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ დრო არ დაიკარგოს და გარკვეულწილად წინაპირობა შეიქმნას. ასეთი წვრთნების ჩატარება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ნატო-მ ამ კონცეფციის, მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ძალების, კოალიციური დაჯგუფების შექმნა დაიწყო,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რა შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ვის აწყობს ეს

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ფაზაში შედის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარკება ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს შორის; ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, არ გამორიცხავს, რომ, ვიდრე ცვლილება კონსტიტუციაში არ შესულა და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა მიღწეული, რჩება საფრთხე პარტიებმა შეთახმებას ვერ მიაღწიონ და პროცესი ჩაიშალოს. მომავალი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს, ან სულაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

ცნობისთვის, პარლამენტში უკვე დარეგისტირირებულია ორი პროექტი, ერთი ოპოზიციის, რომელიც ითვალიწინებს 3%-იან ბარიერს და ბლოკების შექმნას, მეორე “ოცნების” ნულოვანი ბარიერით და ბლოკების შეზღუდვით.

უახლოეს მომავალში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგნელები. ორივე პროექტი უნდა იქნას განხილული და დადგეს კენჭიყრაზე. პროექტს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

და რომელ პროლიტიკურ ძალას არ აწყობს პროპორიციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამის შესახებ “მთელი კვირა” პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ არ შესულა.

“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ არ შესულა, არის მხოლოდ ზეპირი შეთანხმება, ხელისუფლების ინიციატივასთან დაკავშირებით. ამიტომ, გამორიცხული არაფერია და კანონში ცვლილებების შეტანას შეიძლება შეეწინააღმდეგოს პარლამენტის დიდი ნაწილი, კერძოდ მაჟორიტარები.

“ამ ცვლილებას კი სჭირდება პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, “ოცნებამ” შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მაგრამ პარლამენტის დიდი ნაწილი ამ ცვლილებას მხარს არ უჭერსო.

“რაც შეეხება ოპოზიციას, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას არ აწყობს, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ამას სჭირდება მომზადება და ფინანსებიც. არც “ოცნებას” არ უნდა აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ”- განაცხადა “მთელ კვირასთან” ნიკა ჩიტაძემ.

კორნელი კაკაჩია: “ვადამელი არჩევნები აწყობს ყველა დიდ პარტიას, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან არ უნდა დაკარგოს ის საპროტესტო მუხტი, რომლიც ხელისუფლების მიმართ საზოგადოებში შექმნა და ფიქრობს, რომ შეძლებს “ქართული ოცნების” დამარცხებას.

“ოცნებას” წესით არ უნდა აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ სერიოზული კრიზისი შეიქმნება და აქციებმა მწავე ხასიათი მიიღო, მთავრობას მოუწია გადაგომა, შეიძლება სასწრაფოდ მიიღოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება, მაგრამ ეს მოითხოვს დროს, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება.

“ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ აწყობთ სხვა პარტიებს, რომლებიც ვერ მოასწრებენ მომზადებას, თანაც ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და აწყობს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ინიციატივა.

“გარდა ამ მიზეზებისა, ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა სცეს დადგნილ კანონს, რომ არჩევნები ტარდება 4 წელოწადში ერთხელ და არა რევოლუციურ სცენარებს” – განაცხადა “მთელ კვირასთან” კორნელი კაკაჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვადამდელი არჩევნების თემა უფრო ჭორების სფეროდან არის, ვიდრე ვითარება რეალურად აქეთკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პარტიების ინტერესში არ შედის პროპორციული სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება.

“პროპორიცულ სისტემაზე გადასვლა არ აწყობთ დიდ პარტიებს, ასეთი კი სულ სამი პარტიაა – “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რადგან მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ. ამ სამიდან კი განასკუთრებით ორს – “ნაციონალურ მოძრაობას და ოცნებას”.

“ოცნება” იძულებული გახდა დათანხმებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამიტომ ხელს აძლევს თუ არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, ისე, როგორც “ნაცონალურ მოძრაობას”, რადგან ამ ორ პარტიას არ უნდათ, რომ მომავალ პარლამენტში იყოს დამოუკიდებელი პარტიები, თუნდაც ერთკაციანი.

“ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება ეცადოს პროცესი ჩააგდოს, რომელმაც ძლივს შეაკოწიწა ოპოზიცია თავის ბლოკში. თანაც, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სააკაშვილს ამ საპროტეტსო ტალაღაზე ძალიანაც აწყობს. დღეის მოცემულობით ასეთია სურათი, ვნახოთ რა იქნება მომავალში” – განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილში აფეთქებას

 აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილში აფეთება მოხდა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

სამხედრო მოსამსახურეს სატანკო ჭურვის დენთის კონტეინერი დაუვარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს სატანკო ჭურვი ძირს დაუვარდა, რასაც აფეთქება და მსხვერპლი მოჰყვა.

6 თვეში ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან მივლინებებზე 155 000 ლარი დახარჯა

2019 წლის 6 თვეში ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან მივლინებებზე 155 000 ლარი დახარჯა.  ინფორმაციას პარტია თავისუფალი საქართველო ასაჯაროებს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, მერიის ჩინოვნიკები თანხებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავენ.

„155 ლარის საქმე არ აქვთ გაკეთებული. გაჭირვებული ადამიანი რომ მერიაში მიდის და დახმარებას ითხოვს, უარს ეუბნებიან, ფული არ გვაქვსო. ქუთაისის მერი ახლაც მივლინებაშია ინგლისში. ალბათ ბრექსიტის პრობლემის გადასაჭრელად“ – გოგი წულაია.

რუსეთის დამარცხების შემდეგ, წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა თვალზე ხელი აიფარეს

ქართველმა 15 წლამდელმა წყალბურთელებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით 13:9 დაამარცხეს.

გამარჯვების შემდეგ წყალბურთელებმა ფოტო გამოაქვეყნეს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურნენ.

შეხვედრა სტამბოლში გაიმართა, სადაც საწყლოსნო სპორტის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.