Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

აშშ უკრაინულ საზღვაო პორტებს მოდერნიზებას უტარებს, რათა ამერიკის სამხედრო ხომალდები მიიღონ

გამოცემა უნიანის ცნობით, ამერიკელთა იდეა, განავითარონ და დაეხმარონ უკრაინის საზღვაო ძალებს პორტების ინფრასტრუქტურის მოწყობაში დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, როცა გასული წლის ნოემბერში მოხდა ინციდენტი ქერჩის სრუტეში, სადაც 3 უკრაინული მცურავი აპარატი შეიპყრეს რუსებმა.

მიუხედავად დაძაბულობის და სიტუაციის ესკალაციის უდიდესი საფრთხისა შავ ზღვაზე , ამერიკელები უკრაინულ ნავსადგურებს სრულ მოდერნიზებას უტარებენ, რათა მათ შეძლონ ამერიკული და ნატოს სამხედრო გემების მიღება , სრული მომსახურება.

ოჩაკოვოს სამხედრო -საზღვაო ბაზაზე ,რომელიც მდებარეობს ოდესიდან 40, ხოლო ყირიმიდან 100-მდე მილის მოშორებით, ამერიკელთა დაფინანსებით ხდება ახალი მისადგომებისა და მცურავი დოკების მშენებლობა. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს პორტის გარშემო უსაფრთხოების ზღუდეების დამონტაჟება , სამხედრო გემების შესაკეთებელი მოწყობილობების დაყენება და საზღვაო ოპერაციების ცენტრების ჩამოყალიბება, რომლითაც უკრაინული და ნატოს გემები შეძლებენ ერთობილივი ვარჯიშებისა თუ ოპერაციების ჩატარებას.