Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

მოპარულმა ძროხამ ქურდს წიხლი საზარდულში ჩასცხო – 50 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა

ინდოეთის შტატ კარნატაკაში მოპარულმა ძროხამ კაცი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა The Star-ი წერს.50 წლის ინდოელმა სახელად გოვინდაპამ ერთ-ერთ ფერმერს ძროხა მოპარა, მან ცხოველთან ერთად ორი კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი შეეცადა რომ ძროხა სატვირთო მანქანაზე აეყვანა, რა დროსაც ძროხა გაუძალიანდა და საზარდულში წიხლი ჩასცხო. მიღებული ტრავმის შედეგად კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემდეგ დღეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გოვინდაპას ცხედარი სოფლის ბოლოში ნახეს.