Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა საზოგადოება

რა შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ვის აწყობს ეს

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ფაზაში შედის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარკება ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს შორის; ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, არ გამორიცხავს, რომ, ვიდრე ცვლილება კონსტიტუციაში არ შესულა და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა მიღწეული, რჩება საფრთხე პარტიებმა შეთახმებას ვერ მიაღწიონ და პროცესი ჩაიშალოს. მომავალი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს, ან სულაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

ცნობისთვის, პარლამენტში უკვე დარეგისტირირებულია ორი პროექტი, ერთი ოპოზიციის, რომელიც ითვალიწინებს 3%-იან ბარიერს და ბლოკების შექმნას, მეორე “ოცნების” ნულოვანი ბარიერით და ბლოკების შეზღუდვით.

უახლოეს მომავალში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგნელები. ორივე პროექტი უნდა იქნას განხილული და დადგეს კენჭიყრაზე. პროექტს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

და რომელ პროლიტიკურ ძალას არ აწყობს პროპორიციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამის შესახებ “მთელი კვირა” პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ არ შესულა.

“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ არ შესულა, არის მხოლოდ ზეპირი შეთანხმება, ხელისუფლების ინიციატივასთან დაკავშირებით. ამიტომ, გამორიცხული არაფერია და კანონში ცვლილებების შეტანას შეიძლება შეეწინააღმდეგოს პარლამენტის დიდი ნაწილი, კერძოდ მაჟორიტარები.

“ამ ცვლილებას კი სჭირდება პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, “ოცნებამ” შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მაგრამ პარლამენტის დიდი ნაწილი ამ ცვლილებას მხარს არ უჭერსო.

“რაც შეეხება ოპოზიციას, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას არ აწყობს, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ამას სჭირდება მომზადება და ფინანსებიც. არც “ოცნებას” არ უნდა აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ”- განაცხადა “მთელ კვირასთან” ნიკა ჩიტაძემ.

კორნელი კაკაჩია: “ვადამელი არჩევნები აწყობს ყველა დიდ პარტიას, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან არ უნდა დაკარგოს ის საპროტესტო მუხტი, რომლიც ხელისუფლების მიმართ საზოგადოებში შექმნა და ფიქრობს, რომ შეძლებს “ქართული ოცნების” დამარცხებას.

“ოცნებას” წესით არ უნდა აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ სერიოზული კრიზისი შეიქმნება და აქციებმა მწავე ხასიათი მიიღო, მთავრობას მოუწია გადაგომა, შეიძლება სასწრაფოდ მიიღოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება, მაგრამ ეს მოითხოვს დროს, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება.

“ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ აწყობთ სხვა პარტიებს, რომლებიც ვერ მოასწრებენ მომზადებას, თანაც ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და აწყობს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ინიციატივა.

“გარდა ამ მიზეზებისა, ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა სცეს დადგნილ კანონს, რომ არჩევნები ტარდება 4 წელოწადში ერთხელ და არა რევოლუციურ სცენარებს” – განაცხადა “მთელ კვირასთან” კორნელი კაკაჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვადამდელი არჩევნების თემა უფრო ჭორების სფეროდან არის, ვიდრე ვითარება რეალურად აქეთკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პარტიების ინტერესში არ შედის პროპორციული სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება.

“პროპორიცულ სისტემაზე გადასვლა არ აწყობთ დიდ პარტიებს, ასეთი კი სულ სამი პარტიაა – “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რადგან მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ. ამ სამიდან კი განასკუთრებით ორს – “ნაციონალურ მოძრაობას და ოცნებას”.

“ოცნება” იძულებული გახდა დათანხმებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამიტომ ხელს აძლევს თუ არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, ისე, როგორც “ნაცონალურ მოძრაობას”, რადგან ამ ორ პარტიას არ უნდათ, რომ მომავალ პარლამენტში იყოს დამოუკიდებელი პარტიები, თუნდაც ერთკაციანი.

“ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება ეცადოს პროცესი ჩააგდოს, რომელმაც ძლივს შეაკოწიწა ოპოზიცია თავის ბლოკში. თანაც, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სააკაშვილს ამ საპროტეტსო ტალაღაზე ძალიანაც აწყობს. დღეის მოცემულობით ასეთია სურათი, ვნახოთ რა იქნება მომავალში” – განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ.