Press "Enter" to skip to content

“5 წლის ბიჭი მძიმედაა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ” – ოზურგეთში მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ბიძას, რომელსაც მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი პირი. სამს საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა, მძიმეა ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

“რომ შემოიყვანეს ბავშვი, ფუძის ძვლის მოტეხილობით იყო, მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მძიმედაა ახლაც, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ, ექიმები კარგ პროგნოზებს ვერ აკეთებენ”- აღნიშნა “გურიის მოამბესთან” საუბრისას დაშავებული 5 წლის ბიჭის ბიძამ.

More from საზოგადოებაMore posts in საზოგადოება »