Press "Enter" to skip to content

აშშ-ის ორი შტატის ჯამური ექსპორტი რუსეთის ექსპორტზე მეტია

2018 წელს ამერიკული პროდუქციის ექსპორტმა 1 664 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია. ამერიკის ექსპორტის 82% 20 შტატზე მოდის, თუმცა ცალკე გამოსაყოფია ტეხასი და კალიფორნია. 2018 წელს ტეხასიდან 315 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა (აშშ-ის ექსპორტის 19%), ხოლო კალიფორნიიდან 178 მილიარდი დოლარის (აშშ-ის ექსპორტის 11%). ტეხასის და კალიფორნიის ჯამური ექსპორტი 494 მილიარდი დოლარის იყო, რაც 10%-ით (44 მილიარდი დოლარით) მეტია ისეთი დიდი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნის ექსპორტზე, როგორიც რუსეთია. აღნიშნული ორი შტატის ჯამური ექსპორტი ასევე აღემატება ცალკე აღებული ესპანეთის, კანადის, მექსიკის, ინდოეთის და სხვა დიდი ქვეყნების ექსპორტს.

ტეხასის მთავარი საექსპორტო საქონელი ნავთობი და კომპიუტერული ტექნიკაა, კალიფორნიის კი თვითმფრინავები, ბრილიანტი და სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობებია.

აშშ-ის ექსპორტში მესამე ადგილის ნიუ იორკის შტატს უჭირავს 82 მილიარდი დოლარით, მეოთხეზე კი ვაშინგტონია 78 მილიადით.

შტატებს შორის მე-11 ადგილზე ჯორჯიას შტატი, საიდანაც 2018 წელს 41 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 12-ჯერ მეტია საქართველოს 2018 წლის ექსპორტზე.

ცხრილი: აშშ-ის ტოპ 12 შტატი ექსპორტის მიხედვით, 2018 წელი

 შტატიმილიარდი დოლარი
1ტეხასი315
2კალიფორნია178
3ნიუ იორკი82
4ვაშინგტონი78
5ლუიზიანა66
6ილინოიზი65
7მიჩიგანი58
8ფლორიდა57
9ოჰაიო54
10პენსილვანია41
11ჯორჯია41
12ინდიანა39

წყარო: United States Census Bureau

More from საზოგადოებაMore posts in საზოგადოება »