Press "Enter" to skip to content

„გავრილოვის ღამეს“ მიტინგის დარბევა სახელმწიფოს 190 ათასი ლარი დაუჯდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 20-21 ივნისს მომიტინგეების დარბევა სახელმწიფოს ასობით ათასი ლარი დაუჯდა. მისივე თქმით, დარბევის ღამეს რეგიონებიდან გადმოსროლილი დამატებითი ძალების კვებასა და სასტუმროებზე ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯა. 27 ივნისს, გიორგი გახარიას პრესკონფერენციის პირდაპირი სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის სამინისტრომ 14 000 ლარი გადაიხადა.

„ადამიანები რომლებიც ჩამოიყვანეს ჩვენს გასალახად, დასარბევად, თვალების დასათხრელად და თავების გასატეხად ჩვენ შემდეგ დავაპურეთ, საჭმელი ვუყიდეთ, ლანჩი ვუყიდეთ, წყალი ვუყიდეთ სასტუმროში გავუმასპინძლდით და ამის შემდეგ გახარიას რომ პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი უტიფრად მოეყოლა, რომ თურმე კი არის სისხლიანი ჟანდარმი მაგრამ გადადგომას არ აპირებს, ამაში დამატებით კიდევ 14 ათასი ლარი გადავიხადეთ,“ – ამბობს ხაბეიშვილი.

წყარო: Newposts

More from პოლიტიკაMore posts in პოლიტიკა »
More from საზოგადოებაMore posts in საზოგადოება »