Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 71 მლნ დოლარით, ერთ წელიწადში კი 252 მლნ დოლარით გაიზარდა

2019 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.438 მილიარდ დოლარს (15.6 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

რაც წინა თვესთან შედარებით, 71 მლნ დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 252 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.367 მილიარდ დოლარს (15,040 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის ივნისის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,186 მლრდ დოლარს (12,714 მლრდ ლარს) შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 1.022 მლრდ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 904,058 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის 1,158 მლრდ დოლარი.

ავტორი:თაია არდოტელი