დღე: ივლისი 20, 2019

ამერიკა ირანის წინააღმდეგ კოალიციას კრავს და სამხედრო ოპერაციას ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება, რისთვისაც პენტაგონი სპეციალურ სამხედრო ოპერაცია ამზადებს სახელწოდებით “მცველი”. სამხედრო ოპერაცია გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში, კონრეტულად კი სპარსეთის ყურეში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამერიკა გეგმავს, რომ ოპერაციაში ჩართოს როგორც ევროპის, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა სპეციალური განცხადებით იტყობინება.

საქმე ეხება ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციას, სადაც ირანმა ორი ბრიტანული გემი დააკავა, რომელთა შორის ერთი, ლიბერიის დროში ქვეშ მცურავი უკვე გაათავისუფლა, თუმცა ნავთობტანკერი Stena Impero ირანულმა მხარემ არ გაუშვა და ეკიპაჟის 23 წევრთან ერთად ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავს. აღნიშნული გემი, რომელიც მიემართებოდა საუდის არაბეთისკენ მაშინ, როდესაც ირანულმა მხარემ ის დააკავა, ეკუთვნის შვედურ კომპანია Stena Bulk-ს.

იგეგმება, რომ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების გემებს, რომელიც თავიანთი დროშების ქვეშ ცურავენ, შეეძლებათ, ნავიგაციის მეშვეობით „გაძღოლის (გაცილების) ” იმედი იქონიონ და ორმხრივი კოორდინაციისთვის თანამშრომლობის უპირატესობით ისარგებლონ.

აშშ საერთაშორისო კოალიციის შესაქმნელად მუშაობას აგრძელებს, რომელიც სპარსეთის ყურეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაზე იმუშავებდა. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ამ გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა და დახმარება.

„(ოპერაციის მიზანია) ზღვაზე სტაბულურობის ხელშეწყობა, (ხომალდების) უსაფრთხო მოძრაობისა და სპარსეთის ყურის, ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში და ომანის ყურის საერთშორისო წყლებში სიტუაციის დეესკალაციაა”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დამოკიდებულება მას შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც თეირანმა ლონდონს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით აღარ მისცემს ნავთობის გემებით გადაზიდვის საშუალებას – ლონდონმა მეორე სამხედრო გემი HMS Duncan გაგზავნა რეგონში.

ბრიტანეთის გემებისთვის, რომლებიც ირანის ტერიტორიულ წყლებში აპირებენ შესვლას, სპარსეთის ყურეში არსებულმა საფრთხის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მაშინ მიაღწია, როდესაც ირანის საბრძოლო ხომალდებმა ბრიტანული ტანკერის დაკავება სცადეს.

თავის მხრივ, ირანი გიბრალტარის მიერ 4 ივლისს დაკავებული ნავთობტანკერი „გრეის 1-ის” გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის დაატყვევეს. კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სუპერჯეტს ირანიდან სირიაში, სავარაუდოდ, ნავთობი გადაჰქონდა.

გარდა ამისა, 19 ივლისს ისლამური რევოლუციის გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავა, რაც ირანის მხარემ განმარტა იმით, რომ ბრიტანულმა ტანკერმა საერთაშორისო საზღვაო კანონი დაარღვია.

ნავთბოგადამზიდის გარდა ირანმა დააკავა კიდევ ერთი ბრიტანული ხომალდი Mesdar, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლა. ბრიტანული მედიის ცნობით, შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

ბრიტანეთსა და ირანს შორის სიტუაცია ომისკენ მიდის – ლონდონური გამოცემები შიშნარევი ხუმრობით „მესამე მსოფლიო ომზე“ წერენ

ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება, რადგან ისლამური რევოლუციის გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავეს, რაც ირანის მხარემ განმარტა იმით, რომ ბრიტანულმა ტანკერმა საერთაშორისო საზღვაო კანონი დაარღვია. ნავთბოგადამზიდის გარდა ირანმა დააკავა კიდევ ერთი ბრიტანული ხომალდი Mesdar, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლა ის. ბრიტანული მედიის ცნობით, შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

ირანმა ეს ნაბიჯი იმის საპასუხოდ გადადგა, რაც 4 ივლისს გიბრალტართან ბრიტანელებმა ირანული ტანკერი დააკავეს. მაშინ თეირანი დაიმუქრა, რომ ბრიტანელებს ჰორმუზის სრუტეს ჩაუკეტავდა. არადა, ეს სრუტე არის მსოფლიოში ნავთობის მთავარი არტერია.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ზოგიერთი ბრიტანული გამოცემა შიშნარევი ხუმრობით წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი ირანსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დაიწყება.

ნავთობ ტანკერი Stena Impero ირანულმა მხარემ არ გაუშვა და ეკიპაჟის 23 წევრთან ერთად ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავს. გემი, რომელიც დაკავების მომენტში საუდის არაბეთისკენ მიცურავდა, ეკუთვნის შვედურ კომპანია Stena Bulk-ს.

მომხდარი ინცინდეტის შემდეგ ბრიტანულმა მხარემ გააკეთა განცხადება და აღინიშნა, რომ ყველა შესაძლო გზა იქნება განხილული საიმისოდ, რომ დაკავებული გემი გაათავისუფლონ და ეკიპაჟმა მშვიდად გააგრძელოს მუშაობა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მომხდარით. მანვე განმარტა, რომ ნავთობტანკერის ეკიპაჟი სხვადასხვა ქვეყნის 23 მოქალაქისგან შედგება, რომელთა შორის 3 რუსეთის მოქალაქეა. მაგრამ არც ერთი მათგანი არაა ბრიტანეთის მოქალაქე:

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ ჰორმუზის სრუტეში ირანის ხელისუფლების მიერ ორი ბრიტანული გემის დაკავებით”, – აღნიშნავს ჯერემი ჰანტი.

საინფორმაციო სააგენტო „ბი ბი სი-ს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო წყლებში ბრიტანეთის გემებს მიუახლოვდა ისლამური რევოლუციის გვარდიის ნავები და ვერტმფრენები, რის შემდეგაც ხომალდებმა ირანის სანაპიროების მიმართულებით გაცურეს.

ბრიტანული გემების დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში უცხოური გემი დააკავეს 12 კაციან ეკიპაჟთან ერთად, რომელსაც, თეირანის ცნობით, მილიონ ლიტრამდე კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა.

ცნობისთვის, 13 ივლისს ირანისა და ბრიტანეთის ურთიერთობების უკიდურესად დაიძაბ მას შემდეგ, რაც თეირანმა ლონდონს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით აღარ მისცემს ნავთობის გემებით გადაზიდვის საშუალებას – ლონდონმა მეორე სამხედრო გემი HMS Duncan გაგზავნა რეგონში.

ბრიტანეთის გემებისთვის, რომლებიც ირანის ტერიტორიულ წყლებში აპირებენ შესვლას, სპარსეთის ყურეში არსებულმა საფრთხის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მაშინ მიაღწია, როდესაც ირანის საბრძოლო ხომალდებმა ბრიტანული ტანკერის დაკავება სცადეს.

თავის მხრივ, ირანი გიბრალტარის მიერ 4 ივლისს დაკავებული ნავთობტანკერი „გრეის 1-ის” გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის დაატყვევეს. კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სუპერჯეტს ირანიდან სირიაში, სავარაუდოდ, ნავთობი გადაჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ლონდონი არ გამოთქვამდა თეირანთან დაპირისპირების სურვილს, აღნიშნავენ, რომ ბრიტანული გემებისთვის სპარსეთის ყურეში არსებული საშიშროების იგნორირება შეუძლებელია. როგორც აღინიშნა, საფრთხის დონე მაქსიმალურად გამოცხადდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ბრიტანული გემები არ უნდა შესულიყვნენ ირანის ტერიტორიულ წყლებში.