Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

ამერიკა ირანის წინააღმდეგ კოალიციას კრავს და სამხედრო ოპერაციას ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება, რისთვისაც პენტაგონი სპეციალურ სამხედრო ოპერაცია ამზადებს სახელწოდებით “მცველი”. სამხედრო ოპერაცია გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში, კონრეტულად კი სპარსეთის ყურეში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამერიკა გეგმავს, რომ ოპერაციაში ჩართოს როგორც ევროპის, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა სპეციალური განცხადებით იტყობინება.

საქმე ეხება ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციას, სადაც ირანმა ორი ბრიტანული გემი დააკავა, რომელთა შორის ერთი, ლიბერიის დროში ქვეშ მცურავი უკვე გაათავისუფლა, თუმცა ნავთობტანკერი Stena Impero ირანულმა მხარემ არ გაუშვა და ეკიპაჟის 23 წევრთან ერთად ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავს. აღნიშნული გემი, რომელიც მიემართებოდა საუდის არაბეთისკენ მაშინ, როდესაც ირანულმა მხარემ ის დააკავა, ეკუთვნის შვედურ კომპანია Stena Bulk-ს.

იგეგმება, რომ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების გემებს, რომელიც თავიანთი დროშების ქვეშ ცურავენ, შეეძლებათ, ნავიგაციის მეშვეობით „გაძღოლის (გაცილების) ” იმედი იქონიონ და ორმხრივი კოორდინაციისთვის თანამშრომლობის უპირატესობით ისარგებლონ.

აშშ საერთაშორისო კოალიციის შესაქმნელად მუშაობას აგრძელებს, რომელიც სპარსეთის ყურეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაზე იმუშავებდა. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ამ გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა და დახმარება.

„(ოპერაციის მიზანია) ზღვაზე სტაბულურობის ხელშეწყობა, (ხომალდების) უსაფრთხო მოძრაობისა და სპარსეთის ყურის, ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში და ომანის ყურის საერთშორისო წყლებში სიტუაციის დეესკალაციაა”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დამოკიდებულება მას შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც თეირანმა ლონდონს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით აღარ მისცემს ნავთობის გემებით გადაზიდვის საშუალებას – ლონდონმა მეორე სამხედრო გემი HMS Duncan გაგზავნა რეგონში.

ბრიტანეთის გემებისთვის, რომლებიც ირანის ტერიტორიულ წყლებში აპირებენ შესვლას, სპარსეთის ყურეში არსებულმა საფრთხის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მაშინ მიაღწია, როდესაც ირანის საბრძოლო ხომალდებმა ბრიტანული ტანკერის დაკავება სცადეს.

თავის მხრივ, ირანი გიბრალტარის მიერ 4 ივლისს დაკავებული ნავთობტანკერი „გრეის 1-ის” გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის დაატყვევეს. კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სუპერჯეტს ირანიდან სირიაში, სავარაუდოდ, ნავთობი გადაჰქონდა.

გარდა ამისა, 19 ივლისს ისლამური რევოლუციის გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავა, რაც ირანის მხარემ განმარტა იმით, რომ ბრიტანულმა ტანკერმა საერთაშორისო საზღვაო კანონი დაარღვია.

ნავთბოგადამზიდის გარდა ირანმა დააკავა კიდევ ერთი ბრიტანული ხომალდი Mesdar, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლა. ბრიტანული მედიის ცნობით, შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.