Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა

ორშაბათს გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს პრემიერის პოსტზე ჩაანაცვლებს?

 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, ორშაბათს ქვეყანას ახალი პრემეირ-მინისტრი ეყოლება. მოქმედ პრემეირ მინისტრს მთვარობის თავმჯდომარის პოსტზე ვიცე -პრემეირი და შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.

არსებული ინფორმაციით ბახტაძის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი მეორე ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილსაც განიხილავდა, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევანი გიორგი გახარიაზე გააკეთა.

არსებული ინფორმაციით გადაწყვეტილებას ოფიციალურად უმრავლესობის წევრებს ივანიშვილი კვირას პარტიის ოფისში შეხვედრაზე გააცნობს. ორშაბათს კი გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება.

შს მინისტრის გიორგი გახარიას პოსტზე ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. მთვრობას სავარაუდოდ დატოვებენ განათლების, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ასევე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი

(პირველი რადიო)

Show Buttons
Hide Buttons