ოქტომბერი 19, 2019

ბრიდლავი: „ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს“

ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია, გქონდეს პორტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია შესაძლებლობა იმისა, რომ ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას, გახადო საქართველო ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო თვალსაზრისით. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებულები ვართ, ვიხილოთ ძლიერი საქართველო“, – განუცხადა „აქცენტს“ ბრიდლავმა.

წყარო: კომერსანტ.ჯი