ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გამართულ ინოვაციურ და მეცნიერების ფესტივალზე ქიმიური კვლევის დროს კოლბა აფეთქდა.
ნამსხვრევებმა 5 მოსწავლე მსუბუქად დააზიანა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით ,,პრაიმტაიმი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო რაც რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.