Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

აშშ-ს სადესანტო ძალების სწრაფმავალი ხომალდი საქართველოსკენ მოცურავს!

14 სექტემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე, შავ ზღვაში აშშ-ს სადესანტო ძალების სწრაფმავალი ხომალდი USNS Yuma (T-EPF-8) შემოვიდა. 2019 წლის ივნისის ბოლოს, სწორედ ამ ხომალდმა ჩაიყვანა ოდესაში ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების ბატალიონი, საკუთარი ტექნიკით – „სი ბრიზ 2019“-ში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩანს, ამჯერად ის საქართველოსკენ მოემართება. უკრაინული „შავი ზღვის მონიტორინგის“ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე ცნობილია, რომ მას შორიახლოს მოსდევენ რუსული გემები და აკვირდებიან.

ეს უნიკალური გემი-კატამარანი ექსპლოატაციაში 2016 წელს ჩაუშვეს. მისი სიგრძე 103 მეტრი, სიგანე კი 28,5 მეტრია. ამ ტიპის გემებისათვის მას ფანტასტიკური სიჩქარე აქვს –  80 კმ/სთ. მისი სრული წყალწყვა 2400 ტონაა. შეუძლია გადიყვანოს 300 ფეხოსანი სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, აქვს ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი და რამდენიმე ვერტმფრენის მიღების საშუალება. მიუხედავად ამხელა გაბარიტებისა და პარამეტრებისა, იგი წყალში მხოლოდ 4 მეტრზეა ჩაშვებული და შეუძლია  ნებისმიერ საზღვაო ნაპირს პირდაპირ, პორტის გარეშე მიადგეს და იქ საზღვაო დესანტი გადასხას. ამ უნიკალური თვისებების მიღწევა ინჟინრებმა გემი-კატამარანის უნიკალური კონსტრუქციითა და მის მასალად ზემტკიცე და მსუბუქი ალუმინის შენადნობის გამოყენებით შეძლეს.

(ჰოთნიუსი)