Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
საზოგადოება

„უბრალოდ გამიხარდებოდა ვინმეს გავხსენებოდი“ – ერთადერთი ცოცხალი გმირი „შინდისის“ პრემიერაზე არ მიიწვიეს

შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი გმირი უჩა გუგუჩია გუშინ კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ პრემიერას ეხმაურება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. მისი თქმით, ფილმის ჩვენებაზე ის არავის მიუწვევია და არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ ისიც დანარჩენებთან ერთად გმირულად იბრძოდა. შეგახსენებთ, რომ ფილმი 17 ქართველ ჯარისკაცზეა, რომლებმაც მტერთან ბრძოლას შესწირეს თავი.

“ძალიან გთხოვთ შინდისზე ნურაფერს მკითხავთ და მაგ ფილმზე არაფერი ვიცი, მე არ მიყურებია და რატომღაც, არც პრემიერაზე მივუწვევივარ არავის, სამაგიეროდ, ისინი მოიწვიეს და ისხდნენ პირველ რიგებში, რომ როცა შინდისში ბაგაბუგი მიდიოდა, მანდ ვიბრძოდი ბოლო მასრის გასროლამდე ჩემ გმირ ძმებთან ერთად, ეგენი ზოგი წითელხიდთან იდგნენ, ზოგი კი “ხუი ეგოზნაეტ” სად. ეგ არაფელია, არ მწყენია. მე მაინც არასოდეს და ვერასოდეს ვუყურებ მაგ ფილმს, უბრალოდ გამიხარდებოდა ვინმეს გავხსენებოდი…

თუმცა, მოვა დრო და მე შევახსენებ ბარეორს ჩემს თავს და დედებსაც მოუხსენიებ “ლოპ ნა ლოპ” და არა ზურგსუკან. მე კი მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს დანარჩენს “პა პოჟე” შევხდები “ლოპ ნა ლოპ” და არა… ზურგული არაფერი ვიცი მე. იმედია, ნორმალური გამოვიდოდა რამე, ყოველშემთხვევაში, ასე მინდა . მეტყვიან, ალბათ, მეგობრები ვინც უყურებს, მე არ მინდა. რეკლამასაც ვერ უყურე ბოლომდე, “ნიტოდ” გავხდი, მოვარიდებ თავს და სიმართლეს – იბეჭდება წიგნი და სრულ ვერსიას აუცილებლად გაიგებს ყველა, ფაქტებით და არგუმენტებით.

თუ რამე დანაშაული მაქვს ქვეყნის წინ, ეს ის არი რომ გადავრჩი, მეტი არაფერი. ეხლა უკვე ვნანობ ამ ყველაფერს! თუმცა დედას მე …. ამ ცხოვრების და ასეთი გადარჩენის, რეები მესმის იქ მყოფ კაცს ჩვენზე, ჩემს ძმებზე, გაოგნებული ვარ – მე ვიყავი მანდ თუ ესენი? დაბნეული ვარ მაგარი. რებს იძახიან, რებს თხზავენ, კაროჩე რააა. იყოს მასე როგორც თქვენ გწადიათ, ბრავო. მადლობა ყველაფრისთვის, შეგიძლია დილით სულ სხვა ხერხსაც მიმართოთ, მე უკვე ავიბარგე, სბოგამ, ბურთი თავისი მოედნით თქვენი იყოს, ბედნიერად”.- წერს უჩა გეგუჩია

წყარო: hotnews.ge