„ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინიბეს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

„ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინიბეს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

ხაშურში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი საუბრობს და აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიძე ცუდი ადამიანი არ იყო.

“არ იყო ცუდი ბიჭი, ფაქტი არის, რომ მკვლელობა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყოს ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. დაალაპარაკე ჯერ ქმარი. ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – აცხადებს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

შეგახსენებთ, ტრაგედია ხაშურში გუშინ დატრიალდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგოს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგოლაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: (რეზონანსი)