თვე: ნოემბერი 2019

ძველი iPhone-ებისა და iPad-ების მფლობელები ინტერნეტით ვეღარ ისარგებლებენ

დღეიდან ძველი iPhone-ებისა და iPad-ების მფლობელები ინტერნეტით ვეღარ ისარგებლებენ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Apple-მა თავისი კლიენტები უკვე გააფრთხილა.

2012 წლამდე გამოსულ მოწყობილობებზე ინტერნეტთან წვდომის შენარჩუნებისთვის 10.3.4 ან 9.3.6 ვერსიის განახლების ჩამოტვირთვაა საჭირო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მოწყობილობებში დამონტაჟებული GPS-მოდულები გახდა, რომლებმაც გლობალური პოზიციონირების თანამგზავრების გადატვირთვის გამო შესაძლოა არასწორად იმუშაოს.